კბილი არის ძვლოვანი წარმონაქმნი, რომლის დანიშნულებაა საკვების ჩავლება, პირში მოქცევა და მისი მექანიკური დამუშავება ანუ დაღეჭვა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გარდა,
ადამიანის კბილები სხვა ორგანოებთან ერთად მონაწილეობას იღებს ბგერათა წარმოქმნაშიც და ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
რა კავშირია პირის ღრუს ჯანმრთელობასა და ზოგად ჯანმრთელობას შორის ?
პირის ღრუს ჯანმრთელობა ადამიანის ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ მინიშნებებს იძლევა. პირის ღრუში არსებულმა პრობლემებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის დანარჩენ ნაწილზე და გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები. სხეულის სხვა ნაწილების მსგავსად, პირის ღრუც სავსეა მიკრობებით. ეს მიკრობები ძირითადად უვნებელია. ადამიანის ორგანიზმში მიკრობების მოხვედრა მარტივად ხდება მაშინ, როდესაც ირღვევა პირის ღრუს ჰიგიენა, კბილის გარსი და არ ხდება მისი რეგულარული დაცვა.
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანებამ ?
კბილების არაჯანსაღმა მდგომარეობამ, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის:
- დიაბეტი;
- გულის დაავადება(ინსულტი);
- ნაადრევი მშობიარობა ან დაბალი წონის მქონე ბავშვის დაბადება;
- სასუნთქი სისტემის (ფილტვის) დაავადება და სხვა.
როგორ შეიძლება კბილების დაზიანებამ გამოიწვიოს ინსულტი ?
როდესაც ღრძილების დაავადება გვაქვს, პირის ღრუდან ბაქტერიები შეიძლება მოხვდეს სისხლში. შემდეგ ისინი გამოიმუშავებენ ცილას, რომელიც იწვევს სისხლის შესქელებას. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად არის მოსალოდნელი თრომბების წარმოქმნა და გული ვერ იღებს საჭირო საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს, რაც გულის შეტევის რისკს ზრდის. ანალოგიურად, ღრძილების დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების ანთება, რაც ბლოკავს ტვინის სისხლის მიწოდებას, რაც პოტენციურად ინსულტამდე მიგვიყვანს. ახალმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თუ ღრძილების დაავადება გვაქვს, დიაბეტის განვითარების რისკი უფრო მაღალია.
როგორ შეიძლება დავიცვათ და შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა?
კბილების ჯანმრთელობის დასაცავად, ყოველდღიურად იზრუნეთ თქვენს პირის ღრუზე. ამისთვის, რამდენიმე საფეხურიც საკმარისია, როგორიცაა:
- კბილები გაიხეხეთ დღეში სულ მცირე ორჯერ, ორი წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და ფტორის შემცველი კბილის პასტა. ასევე გაიხეხეთ ენა.
- ყოველდღიურად გაიწმინდეთ კბილთაშორისი სივრცე, ძაფით ან სხვა ამ მიზნით შექმნილი პროდუქტებით.
- მიირთვით ჯანსაღი საკვები, შეზღუდეთ შაქრიანი საკვებისა და სასმელების მიღება.
- კბილის ჯაგრისი 3-4 თვეში ერთხელ შეცვალეთ. თუ ჯაგრულები გაცვეთილია ან გაშლილია, 1-2 თვეში ერთხელ მოახდინეთ მისი შეცვლა.
- წელიწადში ერთხელ მაინც მიმართეთ სტომატოლოგს რეგულარული შემოწმებისა და კბილების ჰიგიენური წმენდისთვის. თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, სტომატოლოგმა შეიძლება უფრო ხშირად გირჩიოთ ვიზიტები ან წმენდა. თუ თქვენს ღრძილებს მეტი მოვლა სჭირდება, შეიძლება ღრძილების სპეციალისტთან, პაროდონტოლოგთან, გაგაგზავნონ.
- არ გამოიყენოთ თამბაქო.
ვინ არის სტომატოლოგი და რა მომსახურების გაწევა შეუძლია მას ?
სტომატოლოგი არის ექიმი სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. მათ შეუძლიათ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა, კბილის კარიესის, პაროდონტიტის ან სხვა დაავადებების გავრცელების თავიდან ასარიდებლად.
როგორ უნდა შევარჩიოთ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა ?
იმისთვის, რომ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა მარტივად შეარჩიოთ, საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილოთ ყურადღება. გახსოვდეთ, საუკეთესო კლინიკა უნდა აერთიანებდეს გამოცდილ და კვალიფიციურ სტომატოლოგებს. ამის გარდა, უნდა სთავაზობდეს მომხმარებლებს ერთ სივრცეში სხვადასხვა პროცედურის ჩატარებას, მაგალითად: კბილების დაბჟენას, გაწმენდას, ექსტრაქციას,
კბილების ჩასმას განვადებით და სხვა პროცედურებს.
საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკები თბილისში მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურების ერთ სივრცეში მიღების საშუალებას აძლევს. მათ შორის:
- კარიესის პრევენცია და მკურნალობა;
- კბილების დაბჟენა (დაპლომბვა );
- კბილების ექსტრაქცია;
- კბილების პროფესიონალური წმენდა;
- ანთებითი პროცესების მკურნალობა;
- კბილის კონტურის და ფორმის შეცვლა;
- კბილების გათეთრება;
- ბავშვთა სტომატოლოგია;
- სტომატიტის მკურნალობა;
- პულპიტის მკურნალობა;
- პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგია;
- სიბრძნის კბილის ამოღება;
- პირის ღრუს ოპერაცია და სხვ.
გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში,
გლდანში ან სხვა უბანში უნდა იყენებდეს თანამედროვე უახლესი თაობის აპარატურას, 3D კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, ლაზერულ მკურნალობის მეთოდებს. თბილისის გარდა, საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა შეგიძლიათ აღმოაჩინოთ
ბათუმში, ქუთაისსა და სხვა თქვენთან ახლომდებარე ქალაქში.
რა დროის განმავლობაში ემსახურება სადღეღამისო სტომატოლოგიური კლინიკა პაციენტებს ?
სტომატოლოგიური 24 საათიანი კლინიკა საიმედო ადგილია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. თუ მოულოდნელად დაგიზიანდათ ან კბილების ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხათ, სტომატოლოგიური 24 საათიანი კლინიკა თქვენთვის საჭირო მომსახურებას დროულად და ხარისხიანად გაგიწევთ. სტომატოლოგიური კლინიკა 24 7-ზე უზრუნველყოფს პროფესიონალურ დახმარებას, თქვენი კბილების ტკივილის და დაზიანების დროს. რაც უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ დახმარებას და გადაუდებელი პრობლემის სწრაფად მოგვარებას.
როგორ ხდება კბილების ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნება მთელი ცხოვრების განმავლობაში ?
- კბილების დღეში ორჯერ გახეხვით, შაქრის დაბალი შემცველობის დიეტის დაცვით და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტებით, შეგიძლიათ შეამციროთ ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა: კბილების კარიესი და ღრძილების დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაკარგვა.
- კარიესისა და ღრძილების დაავადების გამო კბილების დაკარგვის პრევენცია თითქმის მთლიანად შესაძლებელია და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ყოველდღიური პირის ღრუს ჰიგიენის კარგი რუტინის დაცვით, ჩვენ არ შეგვიძლია კბილების მთელი ცხოვრება შენარჩუნება.
როგორ უნდა გაითეთროთ კბილები სახლის პირობებში ?
კბილების გასათეთრებლად სტომატოლოგთან მისვლა ან გამათეთრებელი საშუალებების შეძენა არ არის საჭირო. ამისთვის, ერთი ჯადოსნური პროდუქტიც კი საკმარისია. სახლში კბილების გათეთრება შეგიძლიათ მარტივად, საცხობი სოდის გამოყენებით. 1 ჩაის კოვზი საცხობი სოდა შეურიეთ 3 წვეთ 3%-იან წყალბადის ზეჟანგს და 8 წვეთ წყალს. ეს ნარევი მოგაშორებთ კბილის ზედაპირიდან ნადებს და გაათეთრებს თქვენს კბილებს. ის ასევე სასარგებლოა ბაქტერიების მოსაშორებლად და ნადების წარმოქმნის შესამცირებლად.
კბილის ჯაგრისის გამოყენებით, ნაზად გაიპრიალეთ კბილები ამ პასტით 1-2 წუთის განმავლობაში. დასრულების შემდეგ კარგად გამოივლეთ წყალი პირის ღრუში. კბილების გასათეთრებლად ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთეთ. კბილების გათეთრება თანდათანობით უნდა მოხდეს, რათა თავიდან აიცილოთ ღრძილების და კბილის მინანქრის დაზიანება.
ზეთოვანი წმენდა უძველესი პრაქტიკაა, რომელიც გულისხმობს პირის ღრუში ზეთის შესხურებას 10-20 წუთის განმავლობაში. ქოქოსის ზეთი შესანიშნავია კბილების ზეთით წმენდისთვის. ის მდიდარია ლაურინის მჟავით, ძლიერი ანტიმიკრობული საშუალებით, რომელიც ეფექტურია ბაქტერიების, სოკოების და კანდიდას წინააღმდეგ. ის ასევე ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის გაქრობას. კვლევებმა აჩვენა, რომ ზეთით კბილების გაწმენდა ისეთივე ეფექტურია გინგივიტის წინააღმდეგ, როგორც რეცეპტით გაცემული პირის ღრუს სავლები საშუალებები.
თუ გარკვეული სტომატოლოგიური საკითხის მარტივად და ბიუჯეტურად მოგვარება გსურთ, საიტზე
servisebi.ge გაეცანით განცხადებებს და იპოვეთ კლინიკა თქვენთვის სასურველ მისამართზე.